tamila
Monday, December 5, 2016
Tuesday, January 5, 2016
როგორ ვხვდებით ახალ წელს
28 დეკემბერს სააქტო დარბაზში მოვიწვიეთ მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები და მოვაწყეთ საახალწლო კარნავალი.მოსწავლეებმა ძალიან გაიხარეს,იმხიარულეს და მაყურებელს აჩვენეს თავიანთი მუსიკალური,საცეკვაო და სცენური შესაძლებლობები.მათ სიურპრიზიც ელოდათ,რამაც კარნავალი საახალწლო ზღაპრად გადააქცია.
Thursday, December 3, 2015
კიდევ ერთი ლამაზი დღე!
გავისეირნეთ ახმეტის ლამაზ ხეივანში. ბავშვებმა გული იჯერეს თამაშით დასასვენებელ პარკში,შემდეგ დავესწარით სპექტაკლს კულტურის სახლში.ვნაახეთ საბავშვო სპექტაკლი "ოჩოპინტრე".ბავშვები მეტად ნასიამოვნები და გახარებულები დარჩნენ.
Wednesday, December 2, 2015
თვითშეფასების კითხვარის შევსება
2 დეკემბერს, მე და ნანა შუქურაშვილმა,მოვაწყეთ პირველი შეხვედრა ჩვენს მასწავლებლებთან თვითშეფასების კითხვარის გასაცნობად და განსახილველად.შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა.მიუხედავად იმისა,რომ შეხვედრა სამუშაო საათების შემდეგ შედგა, მასწავლებლებმა ყურადღებით მოისმინეს ჩვენს მიერ მიწვდილი ინფორმაცია, აქტიურად მიიღეს მონაწილეობა აღნიშნული კითხვარის მიმოხილვაში,დაისვა შეკითხვებიც ,რაზედაც ყველანაირად ვეცადეთ განმარტება მიგვეცა სრულყოფილად.რამდენიმე მასწავლებელმა აღნიშნა,რომ იმედით უყურებს ახალ გამოწვევას და დარწმუნებულია კარგად გაართმევს თავს თვითშეფასების კითხვარის შევსებას,ზოგიერთ მასწავლებელს მიაჩნია რომ კიდევ ერთხელ გადახედავს კითხვარს მის უკეთ გასაცნობად.
Saturday, September 12, 2015
პროექტი "ვისწავლოთ გართობით''
საგანმანათლებლო პროექტის გეგმა
სახელი და გვარი:
თამილა
ფშაველიშვილი
რაიონი: კახეთი
სკოლა: ქისტაურის საჯარო
სკოლა
ქალაქი/ოფელი:
ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქისტაური
თემის დასახელება: ვიწავლოთ გართობით
თემის შინაარსი: უცხო ენის სწავლის
პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას,დიალოგის თავისუფლად
წარმართვას,დადებითი განწყობილების შექმნას ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ.ამ
მიზნით, მოსწავლეები მოიძიებენ დადგმებს, პიესებს, ფილმებს, იმსჯელებენ, შეარჩევენ
მათთვის საინტერესო ნაწარმოებს და წარმოადგენენ სცენაზე. მოაწყობენ ჩვენებას სკოლის
და არა მხოლოდ სკოლის საზოგადოებისათვის, ჩამოაყალიბებენ ინგლისურ თეატრალურ კლუბს (Drama Club), სადაც სისტემატიურად განახორციელებენ
პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებს. შექმნიან ინტერნეტ სივრცეში ვებ-გვერდს, რომლის
დახმარებითაც საკუთარ პერფორმანსებს გააცნობენ ამ მხრივ დაინტერესებულ საზოგადოებას.
საგანი: ინგლისური
დონე/კლასი: X კლასი, საფეხური: V
განხორციელების
დროის ჩარჩო: 27.04.2015-09.06.2015წ.
თემის საფუძვლები: შინაარსობრივი
სტანდარტები და ინდიკატორები:
უცხ. ს.V 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს
უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია.
უცხ. ს V 20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა
სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადასაჭრელად და ზეპირი მეტყველების უნარის
გასაუმჯობებლად.
უცხ. ს V 21. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ
დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
უცხ. ს V 16. მოსწავლეს შეუძლია მონოლოგიური მეტყველება.
უცხ. ს V 27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან,
მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
უცხ. ს V 23. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად
განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
უცხ. ს V 24. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიული
უნარები წარჩინებული სწავლის უზრუნველსაყოფად.
უცხ. ს V 25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ტექნოლოგიური
რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშეაწყოფად.
21-ე საუკუნის უნარჩვევები:
ინფორმაციის ეფექტურად მოპოვება და კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება,ინფორმაციის
ზუსტად და შემოქმედბითად გამოყენება მოცემულ საკითხთან და პრობლემასთან დაკავშირებით.
·
ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტების
შეასატყვისი გამოყენება.
·
ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა
და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონერების მიზნით.
·
განსხვავებულ როლებთან და პასუხისმგებლობასთან ადაპტაცია.
პროექტის საწავლო
მიზნები/სწავლის შედეგები:
·
მოსწავლეები შეძლებენ ინგლისური სექტაკლების,ფილმების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას, დახარისხებას,
შერჩევას,გაზიარებას.
·
განავითარებენ
შინაგან შემეცნებით უნარებს, მეხსიერებას,დახვეწენ მეტყველებას.
·
გადასცემენ დადებით განწყობას და სტიმულს სხვა მოსწავლეებს
უცხო ენის უკეთ შესწავლისათვის.
·
შექმნიან რესურსებს სცენაზე პერფორმანსების მოწყობისათვის
·
მოახდენენ თეატრალური ნაწარმოების პრეზენტაციას.
მიმართულების
მიმცემი საკვანძო შეკითხვები:
ზოგადი
კითხვა: როგორ გავეცნოთ უცხო ენის კულტურულ მრავალფეროვნებას?
თემატური
შეკითხვა: რა როლს ასრულებს
თეატრი საზოგადოების შემეცნებით განვითარებაში? რა გავლენას ახდენს თეატრალური წარმოდგენები
ადამიანის განწყობაზე?
შინაარსობრივი
კითხვები: რა ჟანრის სპექტაკლები
იცით?
რომლებია თეატრთან ასოცირებული ლექიკური
ერთეულები?
რა არის მუსიკალური დრამა?
რომელი გრამატიკული დროებია გამოყენებული
დიალოგური მეტყველების დროს?
დროში
გაწერილი შეფასების გეგმა
|
პროექტზე მუშაობის
დაწყებამდე
|
პროექტზე მუშაობის
პროცეში
|
პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ
|
|
გონებრივი თვალსაჩინოდ
იერიში დაწერილი საკითხი
პროექტის ჩეკლისტები
გეგმები მნიშვნელოვანი
ფორმები.
|
არაფორმალური ჩანიშვნები
დაკვირვება და შეგროვებული
შემთხვევების ინდივიდუა-
ჩანიშვნები
. ლურ ან
ჯგუფურ
საქაღალდეში.
|
შესრულებები ზეპირი
გამოკითხვა.
რუბრიკა.
რეფლექსია
|
საბაზისო
უნარ-ჩვევები:
პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს
აქვთ საკმარისი ლექსიკური მარაგი ინგლისური ენის ტექტების წაკითხვის, გაგების, გაანალიზების.
ფლობენ ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის
მოძიების,დამუშავების და გაანალიზების უნარებს.
შეუძლიათ ინგლისური გადაცემების გაგება, გააზრება
და საკუთარი აზრის დაფიქსირება.
დიფერენცირებული
წავლება:
პროექტის დავალებების განაწილების
დროს გათვალიწინებულია მოსწავლის შეაძლებლობები. შედარებით სუსტი დონის მოწავლეები
ქმნიან და აწყობენ დეკორაციებს, დროულად ავრცელებენ მასალებს, წერენ და აფორმებენ აფიშებს,იღებენ
მოკლე მონოლოგებს.
მაღალი აკადებიური დონის მოსწავლეები
მუშაობენ რთული ტექსტების შერჩევასა და ადაპტირებაზე,
პროექტზე მუშაობის პროცესის მონოტორინგზე, წარმოდგენის მოწყობაზე.
სასწავლო
პროცედურები:
საბაზისო ცოდნის შემოწმება და განმტკიცება
დაფაზე ვწერ სიტყვა „თეატრს’’ ინგლისურ ენაზე და
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ ყველა ის სიტყვა და გამოთქმა, რომელიც ასოცირდება აღნიშნულ
სიტყვასთან. შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ საშუალებას იმუშაონ ჯგუფებში და მოიფიქრონ,
რა გავლენას ახდენს თეატრი საზოგადოებაზე და როგორ შეიძლება ის დავუკავშიროთ სასწავლო
პროცესს.
პროექტის გაცნობა
წარვადგენ პროექტს,მოსწავლეებს ავუხსნი,რომ მათ
უნდა მოიძიონ სხვადასხვა ჟანრის წარმოდგენები,იმსჯელონ, აირჩიონ,მიიღონ გადაწყვეტილება
მათთვის საერთო მიზნებისათვის მისაღები თეატრალური დრამის შესახებ,მოაწყონ შეხვედრები,გაანაწილონ
როლები,მოახდინონ ტექსტების ადაპტირება,გაიარონ რეპეტიციები,მიიღონ მეტყველების გაკვეთილები
ამერიკელი მოხალისე ინგლისურის მასწავლებლისაგან.დავარიგებ შეფასების რუბრიკას,რომელსაც
გამოიყენებენ პროექტზე მუშაობის დროს.
კვლევის დაწყება: მოსწავლეებს დავყოფ
და გადავანაწილებ ჯგუფებში.ისინი არჩევენ წარმოსადგენ მასალას,შემდეგ იხილავენ ჯგუფებში,აკვირდებიან,
ამოწმებენ,აფასებენ,დასკვნებს აკეთებენ.მუშაობის პროცესში ვაძლევ მითითებას,გაითვალისწინონ
ყველა ის ფაქტორი, რაც წარმოდგენებთან მათ
გამართვასთან არის დაკავშირებული, როგორიცაა წარმოდგენის აქტუალობა, შინაარსობრივი
მხარე, ჩვენება, დეკორაციები,აფიშები,მუსიკალური გაფორმება,სამსახიობო ტექნიკა და ა.შ.
ნამუშევრის წარდგენა: მოსწავლეები
თავიანთ ნაშრომს წარმოადგენენ სცენაზე, ფართო მაყურებლის წინაშე.
პროექტის დასკვნითი ნაწილი: წარმოდგენის
შემდეგ მოაწყობენ შეხვედრას,დასვამენ შეკითხვებს, შეაფასებენ,ურჩევენ, გაიაზრებენ ერთმანეთი
და მაყურებლების აზრებს,რის შემდეგაც დახვეწენ ,გააუმჯობესებენ და დაგეგმავენ პროექტის
შემდგომ შესაძლო ნაბიჯებს.
პროექტისთვის
საჭირო ტენოლოგიური უზრუნველყოფა
ფოტოკამერა,კომპიუტერები,ინტერნეტკავშირი,
პრინტერი, ვიდეო-აღჭურვილობა,
სხვა
რესურსები: ლექსიკონები,სააქტო დარბაზი,მოსწავლეები,მშობლები, მასწავლებლები,
მოწვეული სტუმრები და სხვა......
Monday, September 7, 2015
ჩემი სადამრიგებლო - V კლასი - წლიური პროგრამა-აქტივობები
პასუხიმგებელი პირი
|
#
|
სასწავლო-სააღმზრდელო
აქტივობები
|
შესრულების დრო
|
შენიშვნა
|
სკოლის დირექცია
დამრიგებელი
|
1
|
მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველოფა
|
სწავლის დაწყებამდე
|
|
თ. ფშაველიშვილი
|
2
|
მშობელთა კრების მოწვევა,სკოლის შინაგანაწესის,ქცევის
კოდექსის გაცნობა
|
სექტემბერი
|
|
თ.ფშაველიშვილი
|
3
|
მოსწავლეთა დოკუმენტაციის მოწესრიგება და საკლასო
ჟურნალის წარმოება
|
სექტემბერი
|
|
თ.ფშაველიშვილი
|
4
|
მოსწავლეების მორიგეობის დაწესება და გაკვეთილის ცხრილის
გაცნობა
|
სექტემბერი
|
|
თ.ფშაველიშვილი
|
5
|
მშობელთა კრების ორგანიზება
|
წლის მანძილზე
|
|
თ. ფშაველიშვილი
|
6
|
ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან
|
საჭიროების შემთხვევაში
|
|
თ. ფშაველიშვილი
|
7
|
მოსწავლეთა გაცდენების კონტროლი, მიეზების დადგენა
|
სისტემატიურად
|
|
თ. ფშაველიშვილი
|
8
|
მოისწავლეების სწავლის დონის მონიტორინგი
|
წელიწადში ორჯერ
|
|
თ.ფშაველიშვილი
|
9
|
კლასის საათი
|
წლის განმავლობაში, კვირაში ერთხელ
|
|
თ. ფშაველიშვილი
|
10
|
ექსკურსია
|
წლის განმავლობაში ორჯერ
|
|
თ. ფშაველიშვილი
|
11
|
პროექტი „ვინ ვარ მე’’
|
აპრილი
|
|
თ.ფშაველიშვილი
|
12
|
მშლობელთათვის მოსწავლეების სწავლის შედეგების გაცნობა
|
მაისი
|
|
2015-2016 წწ.
თემები
|
შეხვერების რაოდენობა
|
მიმართულება
|
თანამშრომლობა, აქტიური მოსმენა
|
4
|
პიროვნული, მორალური და სოციალური განვითარება
|
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს
|
1
|
-----------------------
|
როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი
|
3
|
------------------------
|
მე შემიძლია სიბრაზის მართვა
|
3
|
------------------------
|
კამათის ხელონება
|
4
|
-------------------------
|
მეგობრობა
|
2
|
-----------------------
|
ახალი ნაცნობის შეძენა
|
1
|
------------------------
|
როგორ გადავაქციოთ წვეულება ზეიმად
|
1
|
შემეცნებითი და კულტურული განვითარება
|
მარტო სახლში
|
2
|
------------------------------
|
წესები,რომლებიც სჭირდება საზოგადოებას
|
3
|
-----------------------------
|
ეტიკეტი
|
2
|
-----------------------------
|
ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება
|
4
|
--------------------------------
|
კლასის მიზნები
და ამოცანები:
ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა,გარემოს დაცვითი კულტურის
ჩამოყალიბება,პატრიოტული ცნებების განვითარება.
თავისუფლი აზრის გამოხატვა და არგუმენტულად მსჯელობა
სხვადასხვა თემაზე პიროვნული და მორალური განვითარების მიზნით.
ლიტერატურის და ხელოვნების,სამეცნიერო მიღწევების აღქმა.
მოსმენის და საუბრის კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება.
მშობელთა აქტიურად ჩართვა სასწავლო პროცესში.
ხელის
შეწყობა მოწავლის იდენტობის განვითარება
Subscribe to:
Posts (Atom)













