2 დეკემბერს, მე და ნანა შუქურაშვილმა,მოვაწყეთ პირველი შეხვედრა ჩვენს მასწავლებლებთან თვითშეფასების კითხვარის გასაცნობად და განსახილველად.შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა.მიუხედავად იმისა,რომ შეხვედრა სამუშაო საათების შემდეგ შედგა, მასწავლებლებმა ყურადღებით მოისმინეს ჩვენს მიერ მიწვდილი ინფორმაცია, აქტიურად მიიღეს მონაწილეობა აღნიშნული კითხვარის მიმოხილვაში,დაისვა შეკითხვებიც ,რაზედაც ყველანაირად ვეცადეთ განმარტება მიგვეცა სრულყოფილად.რამდენიმე მასწავლებელმა აღნიშნა,რომ იმედით უყურებს ახალ გამოწვევას და დარწმუნებულია კარგად გაართმევს თავს თვითშეფასების კითხვარის შევსებას,ზოგიერთ მასწავლებელს მიაჩნია რომ კიდევ ერთხელ გადახედავს კითხვარს მის უკეთ გასაცნობად.


No comments:
Post a Comment